დღე 1

დღეს 26 ივნისს მოვედი ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრენინგზე, რომელზეც დამირეკეს გუშინ საღამოს და მე ამ ტრენინგიდან მოველი იმას, რომ შევისწავლი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის შექმნას და პროექტებით სწავლებას.
  პირველ დღეს ტრენერმა ქალბატონმა ხათუნამ გვასწავლა ელექტრონული სახელმძღვანელოს ვიუვერის გახსნა და ამ გვერდზე მუშაობის პროცესები.ტექსტის სხვადასხვა ნაწილის გაფერადება, მონიშვნა და შენახვა. 
   შემდეგ გვესაუბრათ 21-ე საუკუნის უნარებზე, ვისაუბრეთ რა უნარ ჩვევები უნდა განვუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, როგორ უნდა შეძლონ მოსწავლეებმა რომ ჩამოყალიბდნენ 21-ე საუკუნის სრულყოფილ პიროვნებებად. გავაკეთეთ ჩვენი საქაღალდე სადაც შევიტანეთ ჩვენს მიერ ჩამოქაჩული პროექტის გეგმის შაბლონი.ბოლოს შევქმენით ჩვენი ბლოგები და ბოლოს დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.

Comments

Popular posts from this blog

დღე 2

დღე 4