Posts

Showing posts from June, 2018

დღე 2

დღეს ტრენინგის მეორე მოდულში ჩამოვქაჩეთ გეგმის ჩეკლისტი, შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში კერძოდ სასწავლო პროექტის დამხმარეში გარდა ამისა ჩამოვქაჩეთ შაბლონის ბუკლეტები და ისიც შევინახეთ იმავე ველში ტრენერმა აგვიხსნა თუ როგორ გავაკეთოთ ბუკლეტები. გარდა ამისა ტრენერმა უფრო სიღრმისეულად გაგვარკვია პროექტის დაწერის მოდელირებაში აგვიხსნა როგორ უნდა ჩავწეროთ პროექტის შინაარსი.    ტრენინგი ამართლებს ჩემს მოლოდინებს და იმედი მაქვს ყველა მოდული წარმატებით ჩაივლის. 

დღე 1

დღეს 26 ივნისს მოვედი ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრენინგზე, რომელზეც დამირეკეს გუშინ საღამოს და მე ამ ტრენინგიდან მოველი იმას, რომ შევისწავლი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის შექმნას და პროექტებით სწავლებას.   პირველ დღეს ტრენერმა ქალბატონმა ხათუნამ გვასწავლა ელექტრონული სახელმძღვანელოს ვიუვერის გახსნა და ამ გვერდზე მუშაობის პროცესები.ტექსტის სხვადასხვა ნაწილის გაფერადება, მონიშვნა და შენახვა.     შემდეგ გვესაუბრათ 21-ე საუკუნის უნარებზე, ვისაუბრეთ რა უნარ ჩვევები უნდა განვუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, როგორ უნდა შეძლონ მოსწავლეებმა რომ ჩამოყალიბდნენ 21-ე საუკუნის სრულყოფილ პიროვნებებად. გავაკეთეთ ჩვენი საქაღალდე სადაც შევიტანეთ ჩვენს მიერ ჩამოქაჩული პროექტის გეგმის შაბლონი.ბოლოს შევქმენით ჩვენი ბლოგები და ბოლოს დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.