Posts

დღე 9

დღეს განვიხილლეთ მოდული 8. ამ მოდულის გაცნობის შემდეგ მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და დამხმარე პროექტების წარმოდგენა, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრე ჩემი ნამუშევარი.    შევაჯამეთ მერვე მოდულის ძირითადი საკითხები, თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება კლასში სწავლების ან დაგეგმვის პროცესში,სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. თუ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად , როგორ გავუზიარო   ჩემს   კოლეგებს კონსტრუქტულ ი შეფასება .   საბოლოდ შენიძლია ვთქვა , რომ მთლიანი მოდული იყო შრომატევადი , საინტერესო   და ნაყოფიერი , რაც ვფიქრობ დამეხმარება სამომავლო გეგმების წარმართვასა და განხორციელებაში . ამ ტრენინგის გავლის შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს შევძლებ დავგეგმო და შევქმნა კარგი სასწავლო პროექტი, ამისათვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს შრომისმოყვარე,ენერგიულ, დაუზარელ და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალს

დღე 8

ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მოდული 7, რომლის მთავარი თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვიმუშავეთ კითხვების დასმაზე  მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის  სააზროვნო უნარების წახალისებისათვის. აგრეთვე ჩამოვქაჩეთ და განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა, წარმატებული სასწავლო პროექტის განსახორციელებლად აქტივობები, რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად( სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.)                                                                                                                                                                    .

დღე 7

დღეს ვიმუშავეთ მოდული 6-ზე. გავაზიარეთ ჩვენი ნაშრომები და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება, თვითრეგულირებადი უნარის განვითარება მოსწავლეებში, ჩამოვქაჩეთ და შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევქმენით რესურსი რომელიც დაგვეხმარება პროექტზე მუშაობისათვის თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის. ბოლოს შევაჯამეთ მეექვსე მოდული.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მოსწავლის სავარუდო ნაშრომის პრეზენტაცია

დღე 6

მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. რესურსების ჩამონათვალში დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები, ჩამოვქაჩეთ ლინკი და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები და ხელმეორედ გადავხედეთ ტრენერთან ერთად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და სასწავლო პროექტს.

დღე 5

ტრენინგის მე-5 დღეს მოვახდინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია power point-ში და მოვახერხეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე. ვიმუშავეთ მე-3 და მე-4 მოდულებზე. ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე.შევასრულეთ ონლაინ ტესტი სავტორო უფლებების დაცვის შესახებ.ვისაუბრეთ ინტერნეტ რესურსების მოძიების შესახებ.ვიმუშავეთ კავშირებზე.

დღე 4

ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ მოდული2. განვიხილეთ როგორ დაგვედგინა სტანდარტები.მოვახდინეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დახვეწა და გააზრება. განვიხილეთ შეფასების ფორმები(განმავითარებელი და განმსაზღვრელი) მოვახდინეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად.შევადგინეთ შეფასების გეგმა და მოვახდინეთ პრეზენტაციის დაგეგმვა power point-ში. შუქის პრობლემასთან დაკავშირებით ვერ მოვახდინეთ მე-4 დღის რეფლექსია ამიტომ დავწერე მე-5 დღეს.